LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ ამას არ გაპატიებთ” – უკრაინელი ექიმი, რომელსაც დაშავებული ძმისშვილი კლინიკაში გადაჰყავდა, რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს

13022
BeFunky-collage (5)

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთის აგრესიას მორიგი ექიმი ემსხვერპლა. ამის შესახებ ვიქტორ ლიაშკო სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, უკრაინელი ექიმი მარინა კალაბინა, რომელსაც დაშავებული ძმისშვილი კლინიკაში გადაჰყავდა, რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს.

“დღეს რუსმა ტერორისტებმა ექიმ მარინა კალაბინას სიცოცხლე წაართვეს. ექიმი-ანესთეზიოლოგის მანქანას მაშინ ესროლეს, როდესაც მას დაჭრილი ძმისშვილი საავადმყოფოში გადაჰყავდა.

ესენი არიან არაადამიანები, ტერორისტები და ეს აუცილებლად დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

დილით რუს მედიკოსებს მივმართე, რომ დაეგმოთ ტირანის მოქმედება, გამოსულიყვნენ მოედნებზე ომის შეჩერების მოთხოვნით და დახმარებოდნენ კოლეგებს- უკრაინელ ექიმებს.

საღამოს კი ექიმის მორიგი სიკვდილია, და ჩემი სიტყვებია, ოკუპანტებო ідіть ви окупанти на хуй თქვენს გემთან ერთად. ჩვენ ამას არ გაპატიებთ,” – წერს ვიქტორ ლიაშკო.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:

 

magti 5g