LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ არ დავუშვებთ უკრაინის ომის ან „მაიდნის“ განმეორებას საქართველოში. შეეგუოს ყველა, საქართველოში რევოლუცია არ იქნება!“ – დიმიტრი ხუნდაძე

149
დიმიტრი ხუნდაძე

„შეეგუოს ყველა, საქართველოში რევოლუცია არ იქნება!“ – ამ განცხადებით საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „ევრომაიდნის“ მოწყობას გეგმავს.

ხუნდაძის მოსაზრებით, საქართველოში დაგეგმილ დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობის აღება იმ უცხოელ „ლობისტებსაც“ მოუწევთ, რომლებიც „ქართულ რადიკალურ ოპოზიციას მუდმივად აქეზებენ“.

„ეს არის შედეგი იმ რამდენიმეწლიანი დეზინფორმაციისა, რასაც ძალადაკარგული ოპოზიცია საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით აკეთებს. ოპოზიციას არა აქვს არჩევნებით ხელისუფლებაში მოსვლის შანსი და ერთადერთი გზა დარჩათ – რევოლუცია, რის უფლებასაც არც ჩვენ და არც ქართული საზოგადოება არ მისცემს.

„ეს პირდაპირ რუსეთიდანაა ნაკარნახევი და დაკავშირებულია ჩვენს საქმიანობასთან - ქართული ლეგიონის მებრძოლების ხელით ძალიან ბევრი რუსი კვდება“ – მამულაშვილი სუსის განცხადებაზე

„რუსეთში ლეგიონის წევრების წინააღმდეგ სასამართლო ჩატარდა, ამ ადამიანებს სხვადასხვა მუხლი მიუსაჯეს. შეიძლება, ეს იყოს მცდელობა, რუსეთს გადასცენ ეს ადამიანები, ვინც საქართველოში ჩამოდიან“, – ამბობს მამუკა მამულაშვილი. 

მოვუწოდებთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, აიღონ პასუხისმგებლობა უკრაინის პოლიტიკაში მიგრირებულ, საქართველოდან გაძევებულ პოლიტიკოსებზე, მათ მტრულ ზრახვებზე და მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე ქვეყანაში.

სწორედ ისინი „ლობირებენ“ მათ, რომელიც არც უკრაინის და მით უმეტეს, არც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ჩვენ არ დავუშვებთ უკრაინის ომის ან „მაიდნის“ განმეორებას საქართველოში. შეეგუოს ყველა, საქართველოში რევოლუცია არ იქნება!“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

სუს-ი: გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g