ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების ნაწილმა აქცია გამართა. მათი განცხადებით, „არ აპირებენ ბრძოლის შეწყვეტას, სანამ ხელისუფლება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს უკან არ გაიწვევს”
სტუდენტების თქმით, მათი ნაწილი თბილისში გაემგზავრა, რათა საპროტესტო აქციას შეუერთდეს.