LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ არ ვიშლებით” – “რუსთავის ფოლადის” ქარხნის მუშები აქციებს აგრძელებენ

149
რუსთავიუ

“რუსთავის ფოლადის” ქარხნის თანამშრომლები აქციებსა და გაფიცვას მათი მოთხოვნების შესრულებამდე გაარგძელებენ. ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილი მუშები ცოტა ხნის წინ ქარხნის დირექციას შეხვდნენ. როგორც მოლაპარაკებიდან გამოსული მუშები აცხადებენ, დირექცია მოლაპარაკებებზე წამოვიდა, თუმცა საბოლოო შედეგი მიღწეული არ არის.

გაფიცული მუშები აცხადებენ, რომ ქარხნის ხელმძღვანელობა თანახმაა წვრილსორტული საამქროს თანამშრომლები ოთხცვლიან სამუშაო გრაფიკზე გადაიყვანოს, 50%-ით ხელფასის გაზრდაზე კი უარს აცხადებენ. საპირისპიროს აცხადებს “ქართული ფოლადის” გენერალური დირექტორის მოადგილე არჩილ მელიქაძე.

როგორც არჩილ მელიქაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, წვრილსორტული საამქროს მუშებთან მოლაპარაკება შედგა, მათ სამუშაო საათები შეუმცირდებათ, ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის დანამატი დაერიცხებათ და შესაბამისად, ხელფასიც გაეზრდებათ. დანარჩენი საამქროების მუშების მოთხოვნების განხილვა და შესწავლა მიმდინარეობს და მათ პასუხს დირექცია 20 მაისს ეტყვის.

რუსთავის საწარმოში დასაქმებულებს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ. ისინი დასაქმებულებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 400-ზე მეტი მუშა გაიფიცა, ისინი ხელფასების 50%-ით გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაც შეუერთდა. როგორც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანიამ განაცხადა, გაფიცული მუშების მოთხოვნები სამართლიანია, პროფკავშირები მათ უფლებებს დაიცავს და საჭიროების შემთხვევაში, იურიდიულ დახმარებას გაუწევს, ვინაიდან შრომის პირობები მოსაწესრიგებელია და დასაქმებულებთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები გადასახედი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები