LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ეს ტელევიზიით გავიგეთ, მას შემდეგ, რაც გოგო მოკლეს“ – რას ჰყვება მოკლული 14 წლის გოგონას მამის ძმა

544
Untitled design (21)

მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას მამის ძმა ამბობს, რომ გარდაცვლილის მამას შვილებთან კონტაქტი არ ჰქონდა და მათ მხოლოდ ფინანსურად ეხმარებოდა. ამის თაობაზე მან „კურიერთან“ განაცხადა.

„ჩემი ძმა იყო რუსეთში, იქიდან მხოლოდ ფინანსურად ეხმარებოდა. ცოლთან ოფიციალურად გაშორებული იყო და მათ გოგონას გათხოვების ამბავი არც უთქვამთ.

ჩვენ ეს ტელევიზიით, მას შემდეგ გავიგეთ, რაც გოგო მოკლეს. ბოლო 3-4 წელი ჩვენ ის არ გვინახავს, ვნახეთ მხოლოდ გარდაცვლილი, როდესაც აქ მოვასვენეთ.

პანაშვიდებზე დედასთან არ გვილაპარაკია, მიიჩნევდა თუ არა თავს დამნაშავედ…

გოგო აქ, ჩვენი სოფლის სასაფლაოზე დავკრძალეთ და შემდეგ პოლიციაში გამოკითხვები დაიწყო.

მოვიდნენ სამართალდამცველები, წაიყვანეს ჩემი ძმა და მან ყველაფერი მოყვა, რისი თქმაც შეეძლო,“ – აცხადებს მოკლული გოგონას ბიძა.

14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ბიძის და ბიძაშვილის საქმეზე, სავარაუდოდ, დღეს სასამართლო იმსჯელებს.

ორივე მათგანს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.

გამოძიების ინფორმაციით, ზაფხულში, როდესაც არასრულწლოვანი ქორწინების იძულების მიზნით ბრალდებულმა გაიტაცა, ის სოფელ ლამბალოში, თავისი ბიძის სახლში მიიყვანა. დანაშაულის მიუხედავად, ბიძამ და ბიძაშვილმა პოლიციას არ შეატყობინეს. ახლა მათ 2-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ასევე იხილეთ:

14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი წარედგინა

რას ამბობს 14 წლის აითაჯ შახმაროვას ბებია: „გადაწყვიტეს, რომ დარჩენილიყო იმ კაცთან ცოლის სტატუსით, მისი სახლში დაბრუნება, ოჯახის სირცხვილი იქნებოდა“

„ჩემი შვილი მოიტაცეს. მინდოდა იქ წასვლა, მაგრამ ბიჭმა მითხრა, აქ თუ ჩამოხვალ შენც მოგკლავო“ – საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედის პირველი კომენტარი

„14 წლის აითაჯ შახმაროვას დედა იყო დანაშაულის ორგანიზატორი, სწორედ დედაა პირი, რომელსაც უშუალო წვლილი მიუძღვის გოგოს გარდაცვალებაში“ – რას ამბობს პროკურორი

ვიდეო: დააკავეს 27 წლის კაცი, რომელმაც საგარეჯოში 14 წლის ცოლი მოკლა

აითაჯ შახმაროვას მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანიჭეს – რას ყვება გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბიძა

ვიდეო: „არ ვაღიარებ განზრახ მკვლელობას.. ვნანობ, მაგრამ განზრახ არ ყოფილა“ – რას ამბობს 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g