მე და ბადრიმ გადავწყვიტეთ და მომავალ კვირას გვექნება პრესკონფერენცია, ჩვენ შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს, ჩვენ გადავიწევით უკანა პლანზე, – ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ამ პირობებში შეუძლებელია ბანკებს 650 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე ესაუბრო.
ჯერჯერობით უცნობია, რა თანხაა მითითებული პროკურატურის შუამდგომლობაში.
ერთი მილიონი ხაზარაძე, ერთი მილიონი ჯაფარიძე - პროკურატურამ გირაო მოითხოვა
“ჩამოვშორდები მე თავჯდომარეობას და ბადრი თავმჯდომარის მოადგილის პოსტს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულაცია, რომ ჩვენ რაღაცას ვეფარებით.
ამას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პროექტი არ გაჩერდეს და მერე ვინმემ არ დაგვაბრალოს ჩვენ, რომ აი თქვენს გამო სასიცოცხლო პროექტი გაჩერდა.
შეუძლებელია ამ პირობებში ელაპარაკო ბანკებს 650 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე და ყოველ დღე პროკურატურა სახალხოდ გადებდეს ასეთ ბრალდებებს”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, ის დარტყმა, რაც “მათ ბოლო ორი დღის განმავლობაში ქართულ ეკონომიკას მიაყენეს, დანაშაულია და მოვა დრო, როცა ამ დანაშაულისთვის პასუხს აგებენ”.
