LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ, ჯერჯერობით, იძულების ზომებს არ განვიხილავთ – თურნავა ვაქცინაციაზე

194
609d0d4fefed4

ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ვაქცინაციის ე.წ. ირიბი იძულების გზას მიჰყვება. ჩვენ, ჯერჯერობით, იძულების ზომებს არ განვიხილავთ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს.

ნათია თურნავას თქმით, აუცრელი პირები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში რესტორნებში, სასტუმროებში და სავაჭრო ცენტრებში ვეღარ შედიან, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ეს ისეთ ქვეყნებში ხდება, სადაც აცრის დონე და აცრილთა რაოდენობა არის საკმაოდ მაღალი, ამიტომაც ეს პროცესი უმტკივნეულოდ მიმდინარეობს.

„ჯერჯერობით, იძულების ზომებს არ განვიხილავთ, თუმცა, მე პირადად მივესალმები ცალკეული ბიზნესის ინიციატივებს გახდნენ თვითონ ე.წ. მწვანე სტატუსის მატარებელი და თავისი გადაწყვეტილებით, მათ აქვთ უფლება, რომ გარკვეული რეგულაციები თავისი ობიექტის შიგნით შემოიღონ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, „გასტრონომიის ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქოქიაშვილი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, მიიღონ რეგულაცია სექტორთან დაკავშირებით, რაც აუცრელი მომხმარებლების გამასპინძლებას ეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g