LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ რომ პიკში ვართ, გიდასტურებთ – ამ ტიპის მაჩვენებელი გაზაფხულზე რომ გვქონოდა, ნამდვილად ვერ გავუძლებდით: გამყრელიძე

121
ამირანა გამყ

”ჩვენ რომ პიკში ვართ, გიდასტურებთ. მე გითხარით, რომ არის ძალიან პატარა სტაბილიზაციის ელემენტი. გაზრდილი ტესტირების რიცხვთან გამოვლენილი შემთხვევების შეფარდება არის თითქმის ერთ დონეზე, ანუ დადებითობის მაჩვენებელი ოდნავ დაიძრა ქვემოთ, რაც გარკვეულად პოზიტიური ელემენტია, მაგრამ ეს თვითდამშვიდების საფუძველს, ნამდვილად, არ გვაძლევს”. – ამის შესახებ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ორი თვის განმავლობაში ეს მასობრივი ტესტირება უნდა გაგრძელდეს. იმ სემთხვევაში თუ, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია მოხერხდება წესით, დადებითობის მაჩვენებელი თანდათანობით შემცირდება.

როდესაც ქვეყანაში შეზღუდვები დაწესდა, არავის უთქვამს, რომ ის მყისიერ შედეგს მოიტანს: გამყრელიძე

რაც შეეხება პანდემიის პროცესში არსებულ ხარვეზებს, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მუშაობის პროცესში ხარვეზები ყოველთვის შეიძლება იყოს, მაგრამ კოვიდის მართვის პერიოდში, საბედისწერო შეცდომა დაშვებული არ ყოფილა, რომელიც ქვეყანას უფსკრულში გადაჩეხავდა.

”ყველა უწყება, სფერო მუშაობს იმის ფარგლებში, რაც ქვეყანას რესურსი აქვს. მაგალითიც მოვიყვანე, რომ ამ ტიპის მაჩვენებელი, ჩვენ, რომ გაზაფხულზე გვქონოდა ნამდვილად ვერ გავუძლებდით და ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი ძალიან სწრაფად მოხდებოდა”. – განაცხადა, ამირან გამყრელიძემ.

magti 5g