LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ სწავლა გვინდა: სტუდენტები სამინისტროსგან პირობის შესრულებას ითხოვენ

122
120202557-654859005162897-4225740800039196676-n

თბილისში, განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა, ლოზუნგით – “ჩვენ სწავლა გვინდა”. სტუდენტების თქმით, ონლაინ სწავლება არის პირდაპირი ხელის შეშლა განვითარებაში და მზად არიან განათლების სამინისტროსთან მოლაპარაკებები გამართონ და შეცვალონ არსებული ვითარება იმ შემთხვევაში თუ ამ ყველაფერს მედიასაშუალებებიც დაესწრებიან.

“სტუდენტური ომბუდსმენის” – დამფუძნებლის თაკო მეტრეველის თქმით, ორგანიზაცია ორი კვირის წინ, განათლების მინისტრის მოადგილეს, ნუნუ მიცკევიჩს შეხვდა, რომელმაც პირობა მისცა, რომ მიუხედავად არსებული ეპიდვითარებისა და დაინფიცირებულების სტატისტიკის ზრდისა, სააბიტურიენტო სწავლება 1 ოქტომბრიდან აღდგებოდა, რადგან ყველა უნივერსიტეტი მზად იყო ამისათვის.

სტუდენტების თქმით, ეს არის უპასუხისმგებლო მოპყრობა და დებენ პირობას, რომ სანამ მიზანს არ მიაღწევენ, მსგავსი ტიპის აქციები გაგრძელდება.

განათლების სამინისტროსთან ასევე იყვნენ რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტები, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათ უკვე იქირავეს ბინები და ამ ვითარებაში ძალიან რთულია ქირის უმიზნოდ გადახდა და მთელი რიგი პრობლემების მოგვარება.

თაკო მეტრეველი:
“ყოველ სამშაბათს გვქონდა განათლების სამინისტროში შეხვედრა, სადაც არსებულ პრობლემებს განვიხილავდით. თუმცა, მედიას დასწრების საშუალება არ ეძლეოდათ. მხოლოდ, იმ შემთხვევაში გაგრძელდება მოლაპარაკებები თუ ჟურნალისტებსაც დაუშვებენ და ისინი ვითარებას გააშუქებენ”.

შეგახსენებთ, რომ 24 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის მიუხედავად, სწავლა უნდა აღდგეს. თუმცა ეს ეხება პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეებს, ხოლო უფროსკლასელებს და სტუდენტებს კვლავ დისტანციური სწავლა მოუწევთ.

განათლების სამინისტროსთან აქცია, არასამთავრობო ორგანიზაცია “სტუდენტური ომბუდსმენის” ინიციატივით ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g