LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი – მამუკა ხაზარაძე

92
ხაზარაძე

ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, იძულებით დავტოვეთ ბანკი, მაგრამ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში განაცხადა.

ხაზარაძემ ეს განცხადება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენის ჩაშლის შემდეგ გააკეთა, სადაც „თიბისი ბანკის“ საქმე უნდა განხილულიყო.

„დღევანდელი მსჯელობა სწორედ იმიტომ იყო მოწვეული, რომ გაგვეკეთებინა განმარტებები და დაწყნარებულიყო ეს სიტუაცია. მედიას, საზოგადოებას და დეპუტატებს უნდა გაერკვიათ, თუ რა მოხდა რეალურად. ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, რომ დაგვეტოვებინა ბანკი, მაგრამ ჩვენს ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები