LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ვერავის ვიხდენთ ამ პოლიტიკურ სპექტრში და შესაბამისად, ვფიქრობ, ცალკე გავალთ არჩევნებზე – იაგო ხვიჩია

140
იაგო ხვიჩია

მგონია, რომ ხელისუფლება თვითონ აპირებს საკუთარ თავს „მაიდანი“ მოუწყოს იმდენს გაიძახის „მაიდანი”, “მაიდანიო”, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ქვეყანაში არავინ საუბრობს იმდენს “მაიდანზე”, რამდენსაც ხელისუფლება.

„მგონია, რომ ხელისუფლება თვითონ აპირებს საკუთარ თავს “მაიდანი” მოუწყოს იმდენს გაიძახის “მაიდანი”, “მაიდანიო”, მაშინ როდესაც კონკრეტული ადამიანები არ არსებობს ბუნებაში, ვინც ეჭვმიტანილია, ან შესაძლო ეჭვმიტანილია სამომავლოდ “მაიდანის” მოწყობაში,” – აღნიშნა ხვიჩიამ.

გარდა ამისა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, რომ პარტია „გირჩი“ ვერავის იხდენს და არჩევნებზე, სავარაუდოდ, ცალკე გავა.

„ჩვენ ვერავის ვიხდენთ ამ პოლიტიკურ სპექტრში და შესაბამისად, ვფიქრობ, ცალკე 36 ნომრით გავალთ არჩევნებზე,” – აღნიშნა ხვიჩიამ.

„გახარიასა და „ლელოს“ ურთიერთსიმპათიები პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ყველაზე ამორალური აქტია, რადგან გვახსოვს, ეს ადამიანები ერთმანეთს როგორი ეპითეტებით ამკობდნენ“ – რატი იონათამიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g