LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ვიქნებით მოძრაობა, რომელიც ხელსუფლებითვის იქნება კარგ საქმეში მხარდამჭერი და შეცდომებში ოპონენტი“ – ვატო შაქარიშვილი

149
vato-shakarashvili_w_h

„ჩვენს უკან, ჩვენს წინ და ჩვენთან ერთად დგას ხალხი და არანაირი პოლიტიკური ძალები. ჩვენ ვიქნებით მოძრაობა, რომელიც ხელისუფლებითვის იქნება კარგ საქმეში მხარდამჭერი და შეცდომებში ოპონენტი. ოღონდ ოპონენტი არა ჩასაფრებული და ძალაუფლებაზე ორიენტირებული, არამედ უკეთესის შეთავაზებით,  რჩევით, წინადადებების წაყენებით და ა.შ. რაც ვფიქრობ ძალიან სჭირდება არა მარტო არსებულ, არამედ ნებისმიერ ხელისუფლებას“ – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

კონსერვატიული მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი ამბობს, რომ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა არის გამოკვეთილად კონსერვატიული გაერთიანება და დაფუძნებულია იმ   ძირითად ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დღევანდლამდე მოიყვანა.

„ეს არის ჩვენი ეკლესია, ჩვენი რწმენა, ქრისტიანული მორალი, ოჯახი, სამშობლო, ეს არის ის ღირებულებები რომლის წინააღმდეგ მიმდინარეობს გავეშებული, კარგად დაფინანსებული შეტევა. ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება მშვიდად და უმოქმედოდ ვეღარ უყურებს. არის საკითხები, რაზედაც ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს რეაგირება, მაგრამ არის საკითხები, რაზედაც ადეკვატური პასუხი საზოგადოებას უნდა ჰქონდეს“ – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა გადაცემაში „დღის თემა“.

ცნობისთვის, ვატო შაქარიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა ახალ საზოგადოებრივ მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა” დააფუძნეს, რომლის პრეზენტაცია ამ წუთებში, რუსთაველის თეატრში მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g