LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ყველას ვიპოვით“ – ზელენსკის თქმით, 10 რუსი ჯარისკაცი იდენტიფიცირებულია, როგორც ეჭვმიტანილი ბუჩას დანაშაულებში

682
bucha

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 10 რუსი სამხედრო მოსამსახურე გამოვლინდა, როგორც ეჭვმიტანილები „ბუჩაში ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ „დანაშაულებებში“.

თავის მიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიება მიმდინარეობს.

„რუსეთის სახმელეთო ჯარების 64-ე მოტომსროლელი ბრიგადის პირველი ათმა სამხედრო მოსამსახურემ, რომელთაც ჩაიდინეს დანაშაული ჩვენი ხალხის წინააღმდეგ კიევის ოლქის ბუჩაში მიიღო ეჭვმიტანილის სტატუსი“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ეჭვმიტანილთა გვარები ცნობილია და “დადგენილია, რაც მათ გააკეთეს”.

„ჩვენ ვიცით ყველა დეტალი მათ შესახებ და მათი ქმედებები. და ჩვენ ყველას ვიპოვით. ისევე, როგორც ჩვენ ვიპოვით ყველა სხვა რუს ავაზაკებს, რომლებმაც მოკლეს და აწამეს უკრაინელები. ვინც ტანჯავდა ჩვენს ხალხს. ვინ გაანადგურა სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა უკრაინაში“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ პასუხისმგებლობას თავს ვერცერთი აარიდებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g