LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი ანგელოზები უფალთან გაფრინდნენ…გიორგი და გაბრიელი სიცოცხლით სავსე ანგელოზები“ – ჭითაწყარის საბავშვო ბაღი ზუგდიდში ხანძრის შედეგად დაღუპულებზე

582
2024-08-13_22-40-05_107160

ზუგდიდში საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩენილ ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ჭითაწყარის საბავშვო ბაღი სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„ჩვენი ანგელოზები უფალთან გაფრინდნენ. მოსწყდნენ ამ ქვეყნიერებას.
გიორგი და გაბრიელი სიცოცხლით სავსე ანგელოზები, სიკეთით და სიყვარულით გამორჩეულები…
ჭითაწყარის საბავშვო ბაღი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ყოფილი აღსაზრდელების ტრაგიკულად დაღუპვის გამო და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ოჯახს.
ნათელში იყოს თქვენი უმანკო სული“, – ვკითხულობთ ტექსტში.

ზუგდიდში საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩენილ ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ოჯახთან დაკავშირებით, რომლის 2 არასრულწლოვანი წევრი ხანძარს ემსხვერპლა, განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები