LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი ევროპელი პარტნიორები პოზიტიურად გაკვირვებულები დარჩნენ, რომ საქართველომ ამ მცირე ვადაში, ყოველგვარი დახმარების გარეშე მოახერხა კითხვარის შევსება – მაკა ბოჭორიშვილი

102
makabochirishvili

ევროკავშირის კითხვარების შევსებისთვის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს წლები ამზადებდნენ. ევროკავშირი მათ ეხმარებოდა სერიოზული პროგრამებით, რომ კითხვარები შეევსოთ. შემდგომ თვეები, თუ წელი არა, ავსებდნენ ამ კითხვარებს. ჩვენ მოგვეცა საკმაოდ მცირე დრო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ჩვენი რესურსებით გაგვეკეთებინა. საქართველომ ეს გააკეთა აბსოლუტურად საკუთარი რესურსით. მართლაც საოცარი პროფესიონალიზმი აჩვენეს იმ საჯარო მოხელეებმა, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ კითხვარის შევსებაში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენი ევროპელი პარტნიორები პოზიტიურად გაკვირვებულები დარჩნენ, რომ საქართველომ ამ ვადებში, ამ მცირე ვადაში, ყოველგვარი დახმარების გარეშე, მოახერხა კითხვარის შევსება. ახლა ველოდებით ევროკომისიის შეფასებას სამივე ქვეყანასთან მიმართებაში. ჩემი მოლოდინი არის, რომ ეს შეფასებები სამივე ქვეყანასთან ერთდროულად გაკეთდება, ისევე როგორც ეს გაკეთდა კითხვარების გადმოცემის დროს. შემდგომ უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, პოლიტიკური გადაწყვეტილება მისაღებია. ვერ ვიტყვი, რომ დღეს რაიმენაირი ჩამოყალიბებული პოზიცია ევროკავშირში არსებობს. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს. ჩვენი როლი დღეს არის ერთადერთი, რომ ჩვენს პარტნიორებს მაქსიმალურად დავანახოთ, ამ გადაწყვეტილების მიღებას საქართველოსთან მიმართებაში. დანარჩენი უკვე ევროკავშირის გადასაწყვეტია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები