LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამადაშვილი: „ქართულო ოცნებავ“, მხოლოდ მედროვე ხალხი დაგრჩათ.. მაკა ბოჭორიშვილი 2012 წელს დადიოდა და ევროპულ ინსტიტუციებში საუბრობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო რუსი ოლიგარქი

217
ფორტუნა - 2023-04-04T135139.829

„ამ ქვეყნის და მისი ევროპული მომავლის დამცველების სამარცხვინო, იაფფასიანი მედროვეები, მაკა ბოჭორიშვილის მსგავსი, რომელიც 8 წლის მანძილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ევროკავშირში ჩვენ მისიაში მუშაობდა, 2012 წელს დადიოდა და ევროპულ ინსტიტუციებში საუბრობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო რუსი ოლიგარქი – სიმართლე კი მარტივია, მხოლოდ ასეთი ხალხი დაგრჩათ თქვენ, „ქართულო ოცნებავ“, მედროვე ხალხი!“, – ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც, მისი თქმით, ევროპული მომავალი გადაარჩინეს.

„მინდა ვუთხრა მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც გადაარჩინეს ჩვენი ქვეყანა იმისგან, რომ მას ევროპული მომავლის შანსი საბოლოოდ წართმეოდა და მინდა მადლობა ვუთხრა ლაზარე გრიგორიადისს იმიტომ, რომ ლაზარეს მსგავსმა ადამიანებმა იბრძოლეს საკუთარი ქვეყნისთვის.

დღეს, ამ ქვეყნის და მისი ევროპული მომავლის დამცველებს სამარცხვინო, იაფფასიანი მედროვეები, მაკა ბოჭორიშვილის მსგავსი, რომელიც 8 წლის მანძილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ევროკავშირში ჩვენ მისიაში მუშაობდა, დადიოდა 2012 წელს და ევროპულ ინსტიტუციებში საუბრობდა იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო რუსი ოლიგარქი და დღეს, ამ დარბაზიდან საუბრობს იმაზე, რომ თურმე მაშინდელი ხელისუფლება არაფერს აკეთებდა ევროინტეგრაციისთვის. სიმართლე კი, მარტივია, მხოლოდ ასეთი ხალხი დაგრჩათ თქვენ, „ქართულო ოცნებავ“!

მედროვე, ხალხი, რომელიც ჩაჰბარდება ყველა ხელისუფლებას, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს „ნაციონალი“ იქნება, „ქართული ოცნების“ დროს „ოცნების“ მსახური იქნება და მათი პირიდან სიმართლე არასდროს ამოვა. რაც დღეს აქ მოისმინე, ამიტომ არის ყველაფერი ტყუილი და სიმართლე არის ის, რაც გითხრათ თქვენ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა აქ, ამ დარბაზში რამდენიმე დღის წინ. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ერთი ხელით შეიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და მეორე ხელით, ამ დარბაზში რუსული კანონი მიიღო იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივა ჩაეშალა და არ გაგივიდათ!

არ გაგივიდათ სწორედ იმიტომ, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა იბრძოლეს მომავლისთვის და შეგახსენებთ, რომ თქვენ, თვალი ამოთხარეთ ადამიანს ზაზა ბერიაშვილს იმისათვის, რომ ამ ქვეყნის მომავალს იცავდა. ამ ქვეყანაში მოძალადე არის ერთადერთი, მას ჰქვია „ქართული ოცნება“. ძალადობა არის, როდესაც შენს ხალხს ცდილობ წაართვა კონსტიტუციური უფლება, რომელიც მას აქვს – იცხოვროს ევროპულ მომავალში“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, სამადაშვილმა საზოგადოებასაც მიმართა და განაცხადა, რომ კონსოლიდაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

„საზოგადოებას მინდა ესმოდეს, ძვირფასო მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში დღეს, რუსეთის მოკავშირეები არიან, რომლებიც რუსეთის დავალების შესრულებას ცდილობენ და სურთ ჩაშალონ კანდიდატის სტატუსი დღეს ევროკავშირში ჩვენ ქვეყანას და ხალხს უამრავი მეგობარი ჰყავს.

ეს მეგობრები დღეს ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გადარჩეს ამ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. ამიტომ, დღეს, ძალიან მნიშვნელოვანია სრული საზოგადოებრივი კონსოლიდაცია, რომ ჩვენ ამ ხალხს უფლება არ მივცეთ, წაგვართვან შანსი ვიცხოვროთ ევროპულ საქართველოში. სწორედ ამიტომ ჩვენ მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი აჟღერებს და გამოდის შესაბამისი ნაბიჯებით, რომ ერთად გადავარჩინოთ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. საინტერესოა აი, ეს სამარცხვინო, მატყუარა ხალხი უმრავლესობიდან, აპირებს თუ არა რომ მონაწილეობა მიიღოს მრავალპარტიულ ინიციატივებში, რაც ეხება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენას.

ჩვენ, პარტია „ლელო“ და ვფიქრობ, რომ ოპოზიციის უმრავლესობა მზად ვართ იმისთვის,რომ ყველაფერი გავაკეთოთ, თქვენ შანსი არ მოგცეთ, რომ ამ ქვეყანას ევროპული მომავალი წაართვათ, მათ შორის, იმ ხალხის დასჯის გზით რომელმაც შეაჩერა რუსული თავდასხმა და ხელი შეგიშალათ რუსული კანონის მიღებაში“, – განაცხადა სამადაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები