რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა – გარდაიცვალა სვანეთში მცხოვრები ახალგაზრდა, გიორგი გურჩიანი.
გიორგი გურჩიანის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა „ფეისბუკის“ გვერდმა „სვანეთი საქართველოს მშვენება“.
გარდაცვლილ ახალგაზრდას ნათესავები, მეგობრები და ახლობლები სოციალურ ქსელში, ემოციური სტატუსებით ემშვიდობებიან.
სოციალურ ქსელში გიორგი გურჩიანის ვიდეოს აქვეყნებს მისი ნათესავი, სალო გურჩიანი და გარდაცვლილ ახალგაზრდას ემოციურად ემშვიდობება:
„სხვა რა დამრჩენია ვატრიალო უნდა შენი ფოტო-ვიდეოები, არ მომბეზრდება, არც ტირილით არ დავიღლები, სულ უნდა მყავდე ჩემთან! ისგუ ნაცად სალო!…
„მე თქვენ ამატირეთ გურჩიანებო“ – ბატონი კობა კობალაძის სიტყვები…
დიახ, გიორგი, შენ აატირე სამყარო, შენ მართლა შეძარი კაცობრიობა, ყველა ჭირისუფალი გახადე…
თუმცა, მოღრიალე ცრემლად დაღვრილი მამაშენის და გაქვავებული დედაშენის შემყურე ვინ არ გახდებოდა ჭირისუფალი, ვინ არ დაგიტირებდა, ვინ არ გიგლოვებდა, შენ კაცობრიობამ გაგაცილა ბოლო გზაზე, ქალაქი პარალიზებული გახადე…
დღევანდელი დღის შემყურემ, ალბათ ღმერთმაც კი ინანა შენი იმ ქვეყნად წაყვანა…
ჩემო თბილო, მე დღეს ცივს, გაყინულს გაკოცე.
იცი, როგორ მინდოდა ბოლო ხმაზე მეღრიალა, ჩამეტია ერთ ხმაში ყველას ტკივილი…….
შენ თვით სიყვარული იყავი, ხარ და იქნები!
ზოგჯერ უბრალოდ არ მესმის ღმერთის, რატომ?! რატომ?! რატომ?! პასუხი, არ არის და დავდუმდი…
ჩემი მამიდაშვილი, ისიც გიორგი, როგორ მოთქვამდა, თქვენ ხომ სულ ერთად იყავით, მას ძალიან გაუჭირდება…
ჩემს გურჩიანებს რომ ვუყურებდი, ვისთან ერთადაც გიორგი გაიზარდა, რატი, ლუკა, გარი, ილო, ბაკური, ირაკლი, ბექა, ნიკა თქვენს შემყურეს ორმაგად მეფლითებოდა გული, ჩვენ ხომ ყველა ერთად ,,სვიფში” ვთამაშობდით, ჩვენ ხომ ერთად გავიზარდეთ, ჩვენ ხომ ზაფხულს სიხარულით ველოდებოდით, ზაფხულის სამი თვე ჩვენი შეკრების, ბედნიერების თვეები იყო…
ვოიიიი, ისგუ ნაცად მი! ხალხნო, საგურჩიანოში მწარედ ჩამოკრა გლოვის ზარმა, ჯერ გაგვაგიჟა და მერე გაგვაქვავა! ჩვენი გიო, ჩვენი ყველასი, გაგვიფრინდა!
სხვა რა დაგვრჩენია, ვიგლოვოთ და გვყავდეს სულ ჩვენთან!!! შეხვედრამდე გიო“, – წერს სალო გურჩიანი სოციალურ ქსელში.
,,მე თქვენ ამატირეთ გურჩიანებო” ბატონი კობა კობალაძის სიტყვები…( დიახ, გიორგი შენ აატირე სამყარო, შენ მართლა შეძარი…
Posted by სალო გურჩიანი on კვირა, 26 იანვარი, 2025