LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი გოგო ოქროა: ქართველი ძიუდოისტი ახალგაზრდული ოლიმპიადის გამარჯვებულია

29

უნგრეთის ქალაქ დიორში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გრძელდება.

ქართველმა ძიუდოისტმა მარიამ ჭანტურიამ 63კგ წონით კატეგორიაში ფინალურ შეხვედრაში სერბ ანია ობრადოვიჩს ვაზარით სძლია და ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალამდე ჭანტურიამ სამი შეხვედრა გამართა, სადაც ხორვატი, პორტუგალიელი და კოსოვოელი თანატოლები იპონით დაამარცხა.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ვლადიმერ ახალკაცი, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უკრაინელ მარათ კრიჟანსკის სძლია.

საქართველოს დელეგაციისთვის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე რიგით მეორე ოქროს, ხოლო საერთო ჯამში მეოთხე მედალია. ოთხივე მედალი კი ძიუდოისტების ანგარიშზეა.

25 ივლისს ვერცხლის მედალი ბექა წიფიანმა(55კგ), ხოლო ოქროს მედალი გიორგი ჩიხელიძემ(66კგ) მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები