LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და გამოჩენილმა სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს: ღარიბაშვილი

76
FORTUNA.GE- (3)

“ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ქართველი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გამოჩენილმა სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს როგორც გაზაფხულზე, პანდემიის დასაწყისში, ისე მეორე ტალღის დროს.” – პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ იყო ძალიან სერიოზული გამოწვევები, მოკლე დროში ქვეყანას დასჭირდა პანდემიის მართვის რეჟიმზე გადასვლა და საქართველომ ამ გამოწვევებს ეფექტიანად უპასუხა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღეს ერთი წელი გავიდა. პანდემიის განმავლობაში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებს კი ირაკლი ღარიბაშვილი აფასებს განცხადებით, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრემიერი ამბობს, რომ დღევანდელი ვითარება ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, თუმცა ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება და ყურადღების მოდუნება დაუშვებელია:

“ერთი წელი გავიდა საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან. ეს ერთი წელია, მთელი მსოფლიო სრულიად განსხვავებულ, რთულ რეჟიმში ცხოვრობს. უმძიმესი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები. გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა. პანდემია შეეხო ყველას და ყველაფერს”. – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

მართალია, მსოფლიოში ვაქცინის დეფიციტმა გაართულა ჩვენი მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება, მაგრამ, მერწმუნეთ, ჩვენი მთავრობა, თითოეული უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ პირველი დოზები რაც შეიძლება მალე მიიღოს.

ვაქცინაციის თაობაზე – ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანმო-ს ხელმძღვანელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ვითარება ნამდვილად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს და რეგულაციების უმეტესობა შევამსუბუქეთ, ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება. ჩვენ ვსწავლობთ ვირუსთან თანაცხოვრებას. მჯერა, ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმის, რომ დაუშვებელია ყურადღების მოდუნება და დაწესებული რეკომენდაციების უგულებელყოფა.
დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ, საბოლოოდ დავძლიოთ ეს გამოწვევა”. – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, სატელეფონო საუაბრი შედგა ირაკლი ღარიბაშვილსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შორის.

როგორც პრემიერმა თქვა, მან ტედროს გებრეისუსთან ისაუბრა პანდემიის კუთხით გლობალურად არსებულ ვითარებაზე, ვაქცინაციის პროცესში მსოფლიოში წარმოქმნილ სირთულეებსა და შეფერხებებზე, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საქართველოში ვაქცინაციის დროულად დაწყების მიმართულებით და ვაქცინის სამართლიანი განაწილების მნიშვნელობაზე.

magti 5g