LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენი მთავარი ოცნებაა, დავბრუნდეთ სახლებში, აფხაზეთსა და ცხინვალში” – 420 დევნილ ოჯახს წყალტუბოში ბინები გადაეცა

59
ღარიბაშვილიკკ

420 დევნილ ოჯახს წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

საზეიმო გადაცემის ცერემონიაზე მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა, ახალმოსახლეობა მიულოცა და აღნიშნა, რომ მთავრობის მთავარ მიზნად კვლავ რჩება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნება.

„წლების განმავლობაში, წყალტუბოს ყველა სანატორიუმში ჩვენი ძვირფასი დევნილები ცხოვრობდნენ ძალიან მძიმე პირობებში. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 37 მილიონი ლარი დახარჯა იმისთვის, რომ ეს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აეშენებინა. დღეს 460 ოჯახს საზეიმოდ გადავცემთ ბინებს

2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დღემდე 27 000 ოჯახს გადავეცით და დავუკანონეთ საცხოვრებელი ბინები, ჩვენს ძვირფას მოსახლეობას, დევნილებს. 

გილოცავთ ყველას ახალმოსახლეობას, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი და ოცნება, რომ დავბრუნდეთ სახლებში, აფხაზეთსა და ცხინვალში, არის და იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, 560 ოჯახზე გათვლილ თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელ კომპლექსში 140 ბინა იძულებით გადაადგილებულმა ოჯახებმა 2020 წელს მიიღეს, 420 დევნილი ოჯახი კი ახლა განსახლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g