LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი შიში მხოლოდ ჩვენს მტრებს მატებს გამბედაობას“ – თომას მანის ცნობილი გამონათქვამები

3378
თომას მანი

„არსებობენ ადამიანები, ვისთანაც რთულია ცხოვრება, მაგრამ მათ გარეშე საერთოდ წარმოუდგენელია არსებობა“, – ამბობდა გერმანელი მწერალი თომას მანი, რომლის „ბუდენბროკები“ და „ჯადოსნური მთა“ ინტელექტუალური პროზის ნამდვილ შედევრებად იქცა.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ თომას მანის ფრაზებს:

ის, ვინც ცოდვას პატიობს, ზნეობას აყენებს შეურაცხყოფას.

ოჯახში ყველა ერთმანეთს უნდა უმაგრებდეს ზურგს, რადგან სხვაგვარად უბედურება ყველას სათითაოდ მიაკითხავს.

წარსულის გახსენება მხოლოდ მაშინაა სასარგებლო, როცა აწმყო გახარებს და მომავლის გჯერა.

სინამდვილეში, ომი მხოლოდ მშვიდობის დროს პრობლემებისგან თავის დაღწევის მცდელობაა.

წარმატება ნაკლებად სახარბიელო სიტუაციის სასარგებლოდ შემობრუნების ხელოვნებაა, ნიჭი კი, ბედისწერის დაუფლების უნარი.

თანაგრძნობა მხოლოდ უზნეო ადამიანების სამყაროშია დამცირებული.

საკუთარი თავის შეცნობის შემდეგ, ადამიანს აღარ აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც მანამდე ცხოვრობდა.

ფამილარობა და ზღვარგადასული უშუალობა ადამიანებს ბრბოდ აქცევს, რადგან მხოლოდ თავშეკავებას და თავაზიანობას შეუძლია ინდივიდუალურობის შენარჩუნება.

ადამიანი მაშინ ბერდება, როცა საკუთარ ასაკს განიცდის.

ოცნების ასრულება – საუკეთესოს წარსულში დატოვებას ნიშნავს.

mazda magti 5g