LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი შვილის ფოტო არ არის, რასაც აზიარებთ! ისიც უნდა გესმოდეთ, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს ჩემი შვილი და სხვისი შვილი“ – არჩილ თალაკვაძის მეუღლე მიმართვას ავრცელებს

882
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, არჩილ თა­ლაკ­ვა­ძის მეუღლე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და საზოგადოებას მიმართავს, რომ ფოტოზე, რომელსაც ავრცელებენ, მისი შვილი არ არის წარმოდგენილი.

ამის შესახებ ქეთევან ბუბუტეიშვილმა თავდაპირველად „ინსტაგრამზე“ განათავსა ინფორმაცია წარწერით – „მა­პა­ტიე ელი, შენი თა­ო­ბა იმ­სა­ხუ­რებს დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბას..“, მოგვიანებით კი, საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე გაავრცელა ვრცელი პოსტი.

„მე და ჩვენი ოჯახი, ჩემი მეუღლის, მისი მეგობრების და ჩვენი ქვეყნის გვერდით ვდგავართ სიყვარულით და ერთგულებით!
შვილებზე შეტევას და ბულინგს მოეშვით, მიუღებელია და სიმდაბლეა. სწორედ ეს არაჯანსაღი რეაქციები იყო საკუთარი შვილისთვის მობოდიშების და შესაბამისი სტატუსის დადების საფუძველი. ისე, რომ იცოდეთ, ჩვენი შვილის ფოტო არ არის, რასაც აზიარებთ!

ისიც უნდა გესმოდეთ, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს ჩემი შვილი და სხვისი შვილი – მშვიდობა, უსაფრთხოება და საუკეთესო მომავალი ყველასთვის გვინდა და აქ რომელიმე მისი თანატოლის გამორჩევა შეუძლებელია!

მჯერა, რომ ქართული ოცნება ასრულდება და საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ჩვენი შვილები აგრესიისგან და ზიზღისგან თავისუფალ ქვეყანაში იცხოვრებენ! ????“, – წერს არჩილ თა­ლაკ­ვა­ძის მეუღლე.

 

 

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს „უცხოელი გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტს.

საპარლამენტო უმრავლესობამ 9 მარტს განაცხადა მის მიერ 7 მარტს მხარდაჭერილი კანონპროექტის გაწვევის შესახებ.

საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია

გუშინ, 9 მარტს მოქალაქეებმა, მიუხედავად „ოცნების“ დაპირებისა, რომ კანონპროექტს მეორე მოსმენის დროს ჩააგდებდნენ, დაუყოვნებლივ მოითხოვეს სესიის ჩანიშვნა სწორედ ამ დაპირების ოფიციალურად გასაფორმებლად.

მამუკა მდინარაძე: კანონი ჩავარდება – სპეკულაციები უნდა მორჩეს

პარლამენტის შენობასთან მორიგი აქცია დღეს გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქეები 11:00 საათისთვის უნდა შეიკრიბონ. პარლამენტში ბიუროსა და პლენარული სხდომები სწორედ დღეს არის დაგეგმილი.

„მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები” – ვეტერანების განცხადება აქციაზე

11:45 საათზე ბიუროს სხდომაა დანიშნული, შემდეგ კი, 12:00 საათზე, პლენარული სხდომა გაიმართება.

 

 

magti 5g