LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი ულამაზესი ხმის ტენორი აღარ გვყავს…“ – საოპერო მომღერალი ავთო ბაბულეიშვილი გარდაიცვალა

813
ავთო ბაბულეიშვილი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია საოპერო მომღერლის, ტენორის ავთო ბაბულეიშვილის გარდაცვალების შესახებ.

მანანა ჩიქოვანი წერს სამძიმარს და აქვეყნებს ავთო ბაბულეიშვილის შესრულებას ლადო ათანელთან ერთად:

„ჩვენი ძვირფასი ავთო ბაბულეიშვილი, ლამაზი ხმის ტენორი აღარ გვყავს.

გული დაგვწყვიტე და აგვატირე ყველანი…“

ავთო ბაბულეიშვილს ასევე ემშვიდობება თამარ ივერიც. „როგორ დაგვაკლდები, ბაბულიკ“, წერს მომღერალი.

რამდენიმე წლის წინ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ავთო ბაბულეიშვილი მღერის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g