LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენმა გუნდმა ჩათვალა, რომ მე ვიქნებოდი ის პიროვნება, ვინც კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებდა პრეზიდენტის ინსტიტუტს… დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთელს გუნდს, რომ გამოხატეს ჩემს მიმართ ასეთი მხარდაჭერა“ – მიხეილ ყაველაშვილის ინტერვიუ „იმედის კვირასთან“

258
მიხეილ ყაველაშვილი

„გუნდმა ჩათვალა, რომ მე ვიქნებოდი ის პიროვნება, ვინც კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებდა პრეზიდენტის ინსტიტუტს. ჩემთვის დიდი პატივია, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ბატო ბიძინა ივანიშვილს და მთელ გუნდს, რომ გამოხატეს ჩემს მიმართ ასეთი მხარდაჭერა“, – ამის შესახებ კოლეგიის მიერ არჩეულმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ყაველაშვილმა ისაუბრა, თუ რატომ შეჩერდა მის კანდიდატურაზე არჩევანი. მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა ხმოსანს, ვინც ახალი წესით ის პრეზიდენტად აირჩია.

„დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა პრეზიდენტის თანამდებობა არსებულ სიტუაციაში. კიდევ ერთხელ, ჩემი მადლიერება მათ მიმართ.

რაც შეეხება შემოთავაზებას, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა დამიძახეს შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო ეს შემოთავაზება, რომ ჩემი კანდიდატურა შეიძლებოდა, განხილულიყო. ეს პროცესი ღიად წარიმართა. ბრიფინგზეც იყო გაცხადებული – რატომ მე და რატომ შეიძლებოდა ამ სიტუაციაში მე პრეზიდენტი გავმხდარიყავი. რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო ჩემთვის და მომეცა რამდენიმე დღე იმისთვის, რომ გამეანალიზებინა, რამდენად შევძლებდი ამ ტვირთის აღებას. იმ დღეებში ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრებთან მოხდა კონსულტაციები და შემდეგ მათმა მხარდაჭერამ კიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა იმისთვის, რომ კანდიდატობაზე თანხმობა მიმეცა.

თავისთავად, ცხოვრებაში გამოწვევები ბევრი მქონია, თუმცა იმ ჭრილში, რაზეც გვქონდა საუბარი, რომ არსებულ საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტის როლი, მკაფიოდ გამოკვეთილი, აუცილებელია საზოგადოებას სწორედ ისე მიეწოდოს, როგორც კონსტიტუციაშია მოცემული. ამ შემთხვევაში ჩვენმა გუნდმა ჩათვალა, რომ მე ვიქნებოდი ის პიროვნება, ვინც კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებდა პრეზიდენტის ინსტიტუტს. ჩემთვის დიდი პატივია, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთელს გუნდს, რომ გამოხატეს ჩემს მიმართ ასეთი მხარდაჭერა“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის განცხადებით, „სამწუხაროდ, წინა პრეზიდენტებმა საკმაოდ ნეგატიური როლი ითამაშეს, რომ გავიდნენ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან“:

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საპარლამენტო მოწყობაში პრეზიდენტს აქვს განსაკუთრებული როლი, განსაკუთრებული მისია – სიმბოლური ხასიათის სახელმწიფოს მეთაური. თუმცა, ეს დაბალანსებული ინსტიტუტები, რომელიც ჩვენს მთავარ დოკუმენტშია მოცემული, აუცილებელია, რომ კარგად იყოს გააზრებული ჩვენი მოქალაქეების მხრიდანაც, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია, მართოს ქვეყანა. ეს პირდაპირ არის აღმასრულებელი ხელისუფლების და პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა.

სწორედ ეს არის ჩვენი პლუსი, რომ ეს დაბალანსებული პოლიტიკა, რომელსაც ჩემი აზრით საკმაოდ დიდი შესაძლებლობები აქვს იმისთვის, რომ სწორედ ამ გამოწვევაში, რომელიც საზოგადოებაში დღეს არის, პრეზიდენტის როლი განსაკუთრებული შეიძლება იყოს. ვხედავ შესაძლებლობებს, რომ საზოგადოება გაერთიანდეს და დასრულდეს პოლარიზაცია.

ჯერ მკაფიოდ იყოს გამოკვეთილი ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა როლი აქვს კონსტიტუციურად პრეზიდენტს, რომ არ იყოს კონფლიქტში აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და მან შეასრულოს საკუთარი მოვალეობა და უფლებამოსილება, რაც კონსტიტუციით არის განსაზღვრული. ეს არის მთავარი საკითხი, რადგან პირველი პირი ხარ სახელმწიფოსი, შენ თავად უნდა იყო მაგალითი მოქალაქეებისთვის, რომ იცავ კონსტიტუციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ დაუბრუნდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი კონსტიტუციას, ჩვენს მთავარ დოკუმენტს, ყველა მოქალაქისთვის პატივსაცემ დოკუმენტს“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

„დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა პრეზიდენტის თანამდებობა არსებულ სიტუაციაში“

„გუნდმა ჩათვალა, რომ მე ვიქნებოდი ის პიროვნება, ვინც კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებდა პრეზიდენტის ინსტიტუტს. ჩემთვის დიდი პატივია, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთელ გუნდს“ ▪️ექსკლუზიური ინტერვიუ არჩეულ პრეზიდენტთან #იმედისკვირა

Posted by TV Imedi – ახალი ამბები on კვირა, 15 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g