კომპოზიტორ ნატო გელაშვილის შვილი, გიორგი ჭოხონელიძე და მისი მეუღლე ანეტა ნიკურაძე მეორე შვილის მშობლები გახდნენ – მათ გოგონას ნინა დაარქვეს.
პატარა ნინას დაბადებით გამოწვეულ სიხარულს ანეტა ნიკურაძე გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში უზიარებს და მათ მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის:
„ნინა ჭოხონელიძე – ჩვენი გოგო ჩვენთან!
მადლობა უფალს ამ უდიდესი საჩუქრისთვის, რომელიც სიტყვებით ვერ გადმოიცემა.
მადლობა თავდაუზოგავ, ყველაზე მაგარ ორგზის მამიკოს და მეუღლეს, ჩემს სიყვარულს ჭოხოს! „ჩვენ ერთი გუნდი ვართ“.
მადლობა ჩვენს ოჯახს! ჩვენს ძალას და იმედს.
გამორჩეული და უდიდესი მადლობა ჩემს ექიმს, ბატონ რეზო სულუხიას, უძვირფასეს ადამიანს, საოცარ პროფესიონალს!
ცალკე სამყაროა მისი გაცნობა და მასთან ურთიერთობა, ბედნიერი ვარ, მისი პაციენტობის პატივი რომ მერგო.
მადლობა დაუღალავი, ღუდუშაურის კლინიკის უძლიერეს კოლექტივს, უსაყვარლეს ადამიანებს, ერთი წამითაც რომ არ მტოვებენ და თავზე მევლებიან. თითოეულ მათგანს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი აქვს! მიყვარხართ!
მადლობა ყველას, ვინც მთელი ამ დროის მანძილზე გვამხნევებდა და გვათბობდა. თქვენი სიტყვები ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია, გვეიმედებით.
პ.ს. ჩვენს ნინას მალე გაგაცნობთ“, – წერს ანეტა ნიკურაძე სოციალურ ქსელში.
ნინა ჭოხონელიძე🥹🤍🙏🏻🎈 ჩვენი გოგო ჩვენთან! მადლობა უფალს ამ უდიდესი საჩუქრისთვის, რომელიც სიტყვებით ვერ…
Posted by Aneta Nikuradze on ოთხშაბათი, 12 თებერვალი, 2025