LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც მოსახლეობისთვის მტკივნეული არ იქნება“ – მინისტრი პურის საკითხზე საუბრობს

126
ipiccy_image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ხორბლის იმპორტის განხორციელებისთვის ფასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

შამუგიას განმარტებით, სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, რომ ისეთი შეთანხმება შედგეს, რაც პურის ფასს არ გაზრდის.

„ხორბლის საკითხთან დაკავშირებით წისქვილკომბინატებთან, ასოციაციასთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ. ამ საკითხებზე საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, პარალელურად იმ პროცესებს ვაკვირდებით, რომელიც ბაზარზე მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში არის ხორბლის ფასთან მიმართებით შემცირების კუთხით გარკვეული ცვლილება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ახლა მოსავლის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, რაც წისქვილკომბინატების ამუშავებას ხელს შეუწყობს.

რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესების დაკვირვებით და საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას მათთან შეთანხმებით მივიღებთ, თუ რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს ამ კუთხით. ჯერჯერობით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, შეთანხმება მიღწეული არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობისთვის მტკივნეული არ იქნება და პურის ფასს არ გაზრდის,“ – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები