LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენთვის ყოველთვის დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა ქართველი მსმენელის წინაშე წარდგომა…ქართული სიმღერა და გალობა ყოველთვის აერთიანებდა ადამიანებს“ – ანსამბლი „შვიდკაცა“

494
2024-12-29_00-55-51_989520

ქართული სიმღერა და გალობა ყოველთვის აერთიანებდა ადამიანებს და ურთიერთობებს, სიძულვილი კი ჰყოფს და ანგრევს, – აღნიშნულის შესახებ ანსამბლი „შვიდკაცა“ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ანსამბლი „შვიდკაცა“ 25 წელზე მეტია სიმღერითა და გალობით ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და დედა ეკლესიას. ჩვენთვის ყოველთვის დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა ქართველი მსმენელის წინაშე წარდგომა…

ქართული სიმღერა და გალობა ყოველთვის აერთიანებდა ადამიანებს და ურთიერთობებს, სიძულვილი კი ჰყოფს და ანგრევს.

ერთმანეთის აზრის და საქმის პატივისცემა, ერთმანეთის გატანა და ურთიერთსიყვარული გადაგვარჩენს.

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს.
უფალი ჰფარავდეს ჩვენს ქვეყანას“, – ვკითხულობთ ტექსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g