LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენზე ჭკვიანები რომ იყოთ, ჩვენ არ ვიჯდებოდით აქ 116 კაცი და თქვენ – 21 – ირაკლი კობახიძე გიგა ბოკერიას

118

“თქვენ რომ ჩვენზე ჭკვიანები იყოთ, ჩვენ არ ვიჯდებოდით 116 კაცი და თქვენ არ იჯდებოით აქ 21 კაცი, ბატონო გიგა, ამიტომ ჭჯუაში მოტყუება ცოტა ისეთი მცდელობაა,”  – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც კონსტიტუციის პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

გიგა ბოკერიამ ივარაუდა, რომ, რადგან პრეზიდენტი არ დაეთანხმა ვეტოს იმ ვარიანტს, რომელიც უმრავლესობამ შესთავაზა საჯაროდ, ახლა უმრავლესობა გეგმავს, რომ კონსტიტუციის შემდეგ მოახდინოს ამ ცვლილებების ინიცირება და უმრავლესობას შესთავაზა ვეტოს დაეთანხმოს.

“თუ სწორად გავიგე, ასეთი პროცედურული ჟესტის შანსი გაქვთ – დაეთანხმეთ პრეზიდენტის ამ ვეტოს და მოახდინეთ იმის ინიცირება, რასაც არ ეთანხმებით. გაწყობთ ასეთი ვარიანტი? იქნება დაფიქრდეთ, სცადოთ,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g