LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვილის დედამ თვითმფრინავის მგზავრებს უსაყვარლესი საჩუქრები დაურიგა და ბავშვის ტირილისთვის წინასწარ ბოდიში მოუხადა

46
Capture

თვითმფრინავის მგზავრმა თანამგზავრებს ტკბილეული, ყურის საცობები და წერილები დაურიგა, რათა ჩვილის ტირილს არ შეეწუხებინა. ამ საქციელმა ბორტზე მყოფთა შორის დადებითი რეაქციები გამოიწვია და ერთ-ერთმა მგზავრმა ეს ისტორია პლატფორმა Reddit-ზე გაავრცელა.

მეძუძურმა დედამ ხალხს 7 თვის ჰუგოს პირით დაწერილი მზრუნველი წერილები დაურიგა, იქვე იყო ტკბილეული და ყურის საცობები.
„გამარჯობათ, ჩემი სახელია ჰუგო და მე 7 თვის ვარ.

ეს ჩემი პირველი ფრენაა..

შესაძლოა ცოტა შემეშინდეს ან ყურები მეტკინოს.

გთხოვთ, ისიამოვნეთ ამ ტკბილეულით და გამოიყენეთ ყურის საცობები თუკი ზედმეტად ვიხმაურებ.
შევეცდები მთელი გზა მშვიდად ვიძინო!“

დედის ჟესტმა ქსელის მომხმარებლებს გული აუჩუყა და ასეთი ზრუნვისთვის ქალი ძალიან შეაქეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები