LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციანიდის საქმეზე დღეს მოწმეებს დაკითხავენ

108

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა რამდენიმე წუთში დაიწყება, სადაც სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდება საკუთარი მტკიცებულებებს გამოიკვლევს.

სხდომის დაწყებამდე პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა, რომ დღევანდელ პროცესზე 10 მოწმე დაიკითხება, მათ შორის გამომძიებლები.

შორენა თეთრუაშვილის დაკითხვა დღეს არ იგეგმება.

„დღევანდელ სასამართლო პროცესი გაგრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევით, ბრალდებას რამდენიმე მოწმე ჰყავს, მათ შორის არიან გამომძიებლები, რომლებმაც უშუალოდ აეროპორტიდან ამოიღეს ბრალდებულ გიორგი მამალაძის ბარგი და ასევე დაიკითხებიან გამომძიებლები, რომლებმაც დეკანოზის ბინა გაჩხრიკეს და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. გამომძიებლები საუბრობენ საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებაზე და საბოლოოდ წერტილი დაესმება დაცვის მხარის უსაფუძვლო აპელირებას, რომ თითქოს საგამოძიებო პროცესში რაიმე კანონი დაირღვა,“ – აცხადებს გუბელაძე.

დაცვის მხარე კი ამბობს, რომ იარაღი, რომელიც დეკანოზის სახლში აღმოაჩინეს, საქმის მოწმეს, ირაკლი მამალაძეს ეკუთვნოდა და მამა გიორგის სწორედ მან სთხოვა, სახლში მისი იარაღი რამდენიმე დღის მანძილზე შეენახა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g