მუსიკოსი ციცი ფალავანდიშვილი ქალიშვილის, ნინი დედალამაზიშვილის დაბადების დღეს აღნიშნავს, მასთან ერთად გადაღებული ფოტოების კოლაჟს გვიზიარებს და წერს:
„დღეს ჩემი ნინის დღეა… გილოცავ, დე, ჩემო გამორჩეულო, მეამბოხე, გვერდში მდგომო, მიყვარხარ ცამდე, იმაზე მეტად, ვიდრე შენ გგონია… ბედნიერი, ღიმილიანი, სიყვარულით სავსე მენახე მუდამ ჩვენთან ერთად, ყველა კეთილისმსურველთან ერთად…“