LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციცი ფალავანდიშვილს უკრაინელი რძალი სიგიჟემდე უყვარს: „მარინას ვეუბნები ხოლმე, დედა, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და თუ რამე იქნება, შენ მე მითხარი და ნახე, მაგათ რას ვუზამ-მეთქი…“

3980
cicifalavandishvili

მუსიკოსი ციცი ფალავანდიშვილი შესანიშნავი დედამთილია და არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს უკრაინელ რძალთან, მარინა კარპისთან. მარინა გიგი დედალამაზიშვილის მეუღლეა. წყვილს ორი შვილი ჰყავს და ერთად 11 წელია, რაც არის.

ციცი ფალავანდიშვილს ახლახან დაბადების დღე ჰქონდა და შვილებმა, რძალმა და სიძემ სიურპრიზი მოუწყვეს.

ციცი:

„კინაღამ გავგიჟდი. პატარა ბავშვს რომ გაახარებ, ბუშტებით, შვილიშვილებით, ხალისით და სიყვარული დამხვდნენ ოთხივე ტორტით და მოლოცვებით. კინაღამ გული გამიჩერდა სიხარულისგან. მარინას ვეუბნები ხოლმე, დედა, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და თუ რამე იქნება, შენ მე მითხარი და ნახე, მაგათ რას ვუზამ-მეთქი (იცინის). სიძეში – სანდრიკოშიც ძალიან გამიმართლა. ღმერთო, ორივე კარგად მიმყოფე. ჩემთვის ყველაფერი ჩემი შვილების ბედნიერი თვალებია…

ჩვენ ყოველ წუთას გვაქვს მიმოწერა: დე, როგორ ხარ? დე, მიყვარხარ! მარინასთან 11-წლიანი საოცარი ურთიერთობა მაკავშირებს. ხშირად უკითხავთ, მართლა ასე გიყვარსო? ხომ არ ვითამაშებ? ჯერ ერთი, რომც არ მიყვარდეს, ისღა მაკლია, სხვასთან ვილაპარაკო, არავითარ შემთხვევაში (იცინის). მაგრამ მართლა სიგიჟემდე მიყვარს და რა ვქნა. უსაყვარლესი გოგოა და შემიძლია, თვალდახუჭული ვენდო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g