LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციციშვილის კლინიკა გადავსებულია, 3 ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა: კლინიკის დირექტორი

380
1

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი ინფიცირებული პაციენტების რაოდენობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, მათი კლინიკა გადავსებულია.

როგორც რეხვიაშვილი “რუსთავი 2-თან” აღნიშნავს, კლინიკაში, რომელიც 175 საწოლს მოიცავს, 165 პაციენტი უკვე წევს. მისი განცხადებით, 21 პაციენტი რეანიმაციაშია, 3 კი კრიტიკულად მძიმეა:

“კლინიკა, ამ ეტაპზე, გადავსებულია. 175 საწოლზე 165 პაციენტი უკვე წევს. აქედან 21 პაციენტი რეანიმაციაშია, 3 კი კრიტიკულად მძიმეა.

ასე რომ, ჩვენ თვითონაც შეგვიძლია შევაფასოთ, რამდენად “მსუბუქი” დაავადებაა ომიკრონი.

რეხვიაშვილის განმარტებით, მომართვიანობის გაზრდა მოსალოდნელი იყო, რადგან მისივე სიტყვებით,  პედიატრიულ კონტიგენში ყველაზე რთულია იზოლაციის წესების დაცვა.

“სამწუხაროდ, ყველა ასაკობრივ ჯგუფში ვერ ხდება იმუნიზაცია, გარდა ამისა, სამწუხაროდ, დაბალია იმუნიზაცია იმ სოციუმში, რომელსაც ურთიერთობა აქვს პედიატრიულ მოსახლეობასთან”, – აცხადებს ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორი.

6 351 ახალი შემთხვევა და 27 გარდაცვლილი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

magti 5g