LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი: „ფაიზერს“ ნოემბერში გასდის ვადა, ასეთი ძვირად ღირებული და ძნელად მოპოვებული ვაქცინის ვადის გასვლა ტრაგედია იქნება

68
მაია ჩხაიძე

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, ვაქცინაზე მომართვიანობა და მოთხოვნა დაბალია, ხოლო მაშინ, როდესაც „ფაიზერს“ ვაქცინის სტატუსი მინიჭებული აქვს, ასეთი ძვირად ღირებული და ძნელად მოპოვებული ვაქცინის ვადის გასვლა ჩვენი ქვეყნისთვის ტრაგედია იქნება.

ამის შესახებ მაია ჩხაიძემ დღეს, მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი შეფასებით, გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინაციის სარგებელზე ინფორმაცია ბევრს არ აქვს, ვაქცინაციის კამპანია უნდა გაძლიერდეს.

„ფაიზერი“ მსოფლიოში ყველაზე უფრო მაღალი დონის ვაქცინად არის აღიარებული, FDA-ის ავტორიზაცია მიიღო. მას მინიჭებული აქვს ვაქცინის სტატუსი, ვაქცინების რიგში ჩადგა, როგორიც არის წითელა, წითურა, გრიპი და სხვა. ამის მიუხედავად, ამ ეტაპზე მომართვიანობა და მოთხოვნა ვაქცინაციაზე დაბალია.

როგორც გავიგე, ნოემბრის თვეში გასდის ვადა და სამწუხარო იქნება ასეთი ძვირადღირებული და ძნელად მოპოვებული ვაქცინის ვადის გასვლა. ჩვენი ქვეყნისთვის ტრაგედია იქნება.

ალბათ, კამპანია უნდა გაძლიერდეს, ყველა რგოლი უნდა ჩაერთოს. ალბათ, კარდაკარ უნდა ვიაროთ, ვისაც შესაძლებლობა გვაქვს, რომ მოსახლეობამდე მივიტანოთ.

როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, ძალიან ბევრს არ აქვს ინფორმაცია ამ ვაქცინებზე, რა სარგებელი აქვს, რა გვერდითი მოვლენა, როდის არ შეიძლება ვაქცინა. ძალიან შეშინებული და დამფრთხალია საზოგადოება. ჩემი აზრით, ვისაც უნდოდა, უკვე აიცრა. ახლა ის ხალხია, რომელიც ვაქცინაციის ჩატარების სისწორეში უნდა დავარწმუნოთ“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g