LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 86 კოვიდინფიცირებული ბავშვი და 67 მშობელი მკურნალობს

63
cicishvilis-klinika

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 86 კოვიდინფიცირებული ბავშვი და 67 მშობელი მკურნალობს.

რეანიმაციის განყოფილებაში 25 პაციენტი იმყოფება, მათგან 3 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ციციშვილის სახელობის კლინიკური დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, ორი ახალშობილის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

„სამი პაციენტი არის განსაკუთრებით მძიმე. ერთი არის 27 დღის ახალშობილი, ერთი 19 დღის. ორივე მართვით სუნთქვაზეა და მდგომარეობა ძალიან მძიმეა. თანმხლები დიაგნოზები აქვთ, 27 დღის ბავშვს – ახალშობილთა სეფსისი, დაუნის სინდრომი, გულის თანდაყოლილი მანკი, ფილტვის ქსოვილის 16-ქულიანი დაზიანება. მეორე ბავშვს, რომელიც ბათუმიდან გადმოვიდა (19 დღის) ასევე ახალშობილთა სეფსისი, გულის თანდაყოლილი მანკი. მესამე, გუშინ შემოვიდა ექვსი წლის ბავშვი, რომელსაც აქვს მძიმე თანმხლები ნევროლოგიური პრობლემები. შემოსვლისთანავე მართვით სუნთქვაზეა გადასული. 67 მშობლიდან, რომელიც კლინიკაშია მოთავსებული, ერთია ორჯერადად აცრილი და ერთია ერთჯერდად. ჩვილებს სხვა კონტაქტები არ აქვთ, გარდა ოჯახის წევრებთან კონტაქტებისა, აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ ბავშვები დავიცვათ დაავადებისგან, რადგანაც მათი ვაქცინაცია არ ხდება, ამის ერთადერთი საშუალება არის სამი რამ: დავიცვათ დისტანცია, სწორად გავიკეთოთ ნიღაბი და ჩავიტაროთ ვაქცინაცია“,- განაცხადა მაია ჩხაიძემ “პირველ არხთან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g