LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ციხე უნდა იყოს ისეთი, რომ მეორედ ადამიანს არ მოუნდეს იქ ყოფნა, ნუ გავხდებით ამ მხრივ ლიბერალები – არის კატეგორია ადამიანების, რომლებსაც მოსწონთ და უყვართ სააკაშვილი, რით დაიმსახურა? სიმკაცრით!“ – ფრიდონ ინჯია

174
Untitled design (1)

„ციხე უნდა იყოს ისეთი, რომ მეორედ ადამიანს არ მოუნდეს იქ ყოფნა, ნუ გავხდებით ამ მხრივ ლიბერალები – არის კატეგორია ადამიანების, რომლებსაც მოსწონთ და უყვართ სააკაშვილი, რით დაიმსახურა? სიმკაცრით!“ – ასე მიმართა „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მისულ იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს.

ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ „სიმკაცრე გაყვარებს თავს, ყველაფერი რიგზე დგება და ეს ქართველ კაცს აუცილებლად სჭირდება“.

„ციხე უნდა იყოს ისეთი, რომ მეორედ ადამიანს არ მოუნდეს იქ ყოფნა და სხვისთვისაც მაგალითი იყოს. თქვენი ვალდებულებაა ბოლომდე და სამართლიანად მოახდევინოთ პატიმარს სასჯელი და ნუ გავხდებით ამ მხრივ ლიბერალები. ციხე გახდება მრავალსეზონიანი დასვენების ადგილი – სხვადასხვა პროგრამით როგორ გავართოთ, სპორტული რაღაცებით, მაშინ რაღაცნაირად გრაფიკი შევადგინოთ, რომ რაღაცნაირად გავართოთ ისინი იქ! არ არის მთლად ასე საჭირო. ეს ყველაფერი მოდის დისციპლინიდან და სასჯელიდან. აი, როგორ დაიწყება დღე, როგორ შემოდის კარისკაცი, ყველაფერი იქიდან იწყება – სიმკაცრით. არის კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც მოსწონთ და უყვართ სააკაშვილი. რით დაიმსახურა მან? სიმკაცრით! და ბევრმა ადამიანმა კი არ იცის იმ სიმკაცრის უკან რა იდგა, მაგრამ სიმკაცრე რომ იყო, მაგიტომ ის გარკვეული რაოდენობა არის, რომელიც ფიქრობს, რომ აი ეს გვიშველის. ასეთი რამ არის ეს სიმკაცრე. სიმკაცრე გაყვარებს თავს და ყველაფერი რიგზე დგება და ეს ქართველ კაცს აუცილებლად სჭირდება“,- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები