LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ციხისთვის არ მემეტებით… ძალიან ცოტა დრო გრჩებათ” – ვის მიმართავს მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

550
IMG-4153

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვიდეომიმართვას აქვეყნებს და საჯარო მოხელეებს აფრთხილებს. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უკანონო დავალებების შემსრულებლებს საქმე ექნებათ დამოუკიდებელ მართლმსაჯულებასთან.

„მინდა მივმართო უკანონო ბრძანების შემსრულებლებს ე.წ. საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს, სპეცრაზმის წევრებს, იმ ხალხს ვისაც საქართველოს მოქალაქეები თავიანთი გადასახადებიდან უხდიან ხელფასს. იყო ასეთი ასლან აბაშიძე, რომელიც ივანოვის თვითმფრინავით რუსეთში გაიქცა, თან წაიყვანა სულ 4-5 ადამიანი და ციხეში ჩატოვა, მაგალითად, გენერალი დუმბაძე, რომელიც კბილებით იცავდა მას და მის ყველა უკანონო ბრძანებას ასრულებდა.

შემდეგ, სამაგიეროდ, მან თავისი თვითმფრინავი გამოაგზავნა და თავის ძაღლი ბასმაჩი წაიყვანა. მინდა გითხრათ, რომ

ივანიშვილს თავის ზებრა და სხვა ცხოველები უფრო მეტად უყვარს, ვიდრე თითოეული თქვენგანი. ეჭვი მაქვს, რომ ისიც თავის ცხოველებს წაიყვანს და არც ერთი თქვენგანი არ გაახსენდებით.

შემდეგ კი უკვე საქმის დაჭერა დამოუკიდებელ მართლმსაჯულებასთან მოგიწევთ, იმიტომ რომ რასაც თქვენ აკეთებთ ამას ყველა ქვეყანაში სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა ჰქვია. მე თქვენ ციხისთვის ნამდვილად არ მემეტებით, მაგრამ იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ სადმე გადმოხტებით იმიტომ, რომ მე მგონი ყველამ ჭკუა ისწავლა და ყველა შემდგომი მთავრობა ბევრად უფრო ბრძენი და მოზომილი იქნება ასეთი ხალხის უკან მიღებაში. ამიტომ გთხოვთ დაფიქრდით, ძალიან ცოტა დრო გრჩებათ, ივანიშვილი პრაქტიკულად ჩამოშლილია“,- აცხადებს სააკაშვილი. 

magti 5g