LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცირკია, მეტი არაფერი“ – ვიქტორ ჯაფარიძე აშშ-ის მხრიდან სავიზო შეზღუდვებზე

157
ვიქტორ ჯაფარიძე

„პარლამენტის წევრს, რომლის უფლება – მოვალეობაა მიიღოს კანონი, ასანქცირებენ ამისთვის – ცირკია, მეტი არაფერი“ – ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე ამერიკის მხრიდან დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს.

„რაც შეეხება სანქციებს, მე ძალიან გავურბივარ ამ საკითხზე საუბარს, პოლიტიკისგან აბსოლუტურად დისტანცირებული ვარ, ქველმოქმედებას ვეწევით“ – ვანო ჩხარტიშვილი

ჯაფარიძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ოქტომბრის არჩევნებზე მოსახლეობა ამ ყველაფერს აუცილებლად უპასუხებს:

„მთავარი გამარჯვება გველის წინ, 26 ოქტომბერს!“ – ოპოზიციის გამოხმაურებები აშშ-ის მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებზე

„პარლამენტის წევრს, რომლის უფლება – მოვალეობაა მიიღოს კანონი, ასანქცირებენ ამისთვის. ცირკია, მეტი არაფერი. წარმოიდგინეთ, რომ პარლამენტის წევრმა ხმა მისცა გამჭვირვალობის კანონს და ამისთვის ასანქცირებენ. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? დარწმუნებული ვარ, ოქტომბრის არჩევნებზე, მოსახლეობა გასცემს მათ პასუხს“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

„ქმედებები, რომლებსაც დამატებით ვამზადებთ, მაინცდამაინც სავიზო შეზღუდვებთან არ იქნება დაკავშირებული“ – მეთიუ მილერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g