ცისანა სეფიაშვილმა „პოსტ ალიონში“ ისაუბრა თემაზე, რა სურთ ქალებს და აღნიშნა, რომ გვერდიდან შეიძლება, ცნობილი ადამიანების ცხოვრება უზრუნველი ჩანს, მაგრამ ასე არ არის.
ცისანა სეფიაშვილი:
„ვეთანხმები იმ აზრს, რომ ოჯახისა და კარიერის შეთავსება შესაძლებელია. მე არ ვარ მომღერალი, მაგრამ ამ პროფესიასა და ოჯახს შორის ვიყავი გაყოფილი, ოთხი შვილი მყავს, თუმცა ერთმანეთისთვის არაფერს შეუშლია ხელი. ჩემი მთავარი პლუსი და კოზირი არის ის, რაც ყველას მინდა ვუთხრა – იყავით პოზიტიურები და მხიარულები. ყველაფერს მოასწრებთ, შვილების მოვლასაც და კარიერასაც, თუკი ამას პოზიტივით მიუდგებით. ეს უადვილესია. ყველაფერში შეიძლება ნახო, იპოვნო და შეიგრძნო ბედნიერება. გაიღვიძო და თქვა, რომ ხარ მადლიერი…
ალბათ, ახლა ბევრი ადამიანი გვიყურებს და ფიქრობს, ამათ რა ენაღვლებათო. ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები, მოკვდავები ვართ და არ ვცხოვრობთ უზრუნველად. უბრალოდ, ჩვენ თავად ვიქმნით ბედნიერებას“.
