LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცისკარიშვილი შოვის სტიქიაზე: „მონიტორინგის სისტემა, რის აწყობასაც 5 წლის წინ დაგვპირდნენ, მყისიერად აღმოაჩენდა მდინარეზე მიმდინარე პროცესებს და ხალხის ევაკუაციაც დროულად მოხდებოდა“

213
Untitled design (1)

„ყველამ გავიგეთ, ვნახეთ, მოვისმინეთ, რომ ყოველ წუთს ჰქონდა მნიშვნელობა და „ქოცმა“ ადამიანები გასაჭირში, ტანჯვაში უბრალოდ მიატოვა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში წერს და 3 აგვისტოს, შოვში მომხდარ სტიქიას ეხმიანება.

როგორც ცისკარიშვილი აცხადებს, „მონიტორინგის სისტემა, რის აწყობასაც 5 წლის წინ დაგვპირდნენ, მყისიერად აღმოაჩენდა მდინარეზე მიმდინარე პროცესებს და ხალხის ევაკუაციაც დროულად მოხდებოდა“.

„უდიდესი ტრაგედია მოხდა შოვში!

დაღუპულების ოჯახებს მიღმა, დანარჩენებსაც უძლიერესი ტკივილი მოგვაყენა იმ უბედურმა დღემ.

ყელში ბურთი გვეჩხირება, როდესაც წარმოვიდგენთ, რა წამება გამოიარეს სუფთა ჰაერზე, ულამაზეს ბუნებაში დასასვენებლად ჩასულმა ადამიანებმა.

[წინასწარ ბოდიში, ცოტა გრძელი პოსტი გამომივა. ვეცადე, მაგრამ მეტად ვეღარ შევკუმშე]

ამ დროს რას ფიქრობს და რაზე ზრუნავს კოლექტიური ქოცი: როგორ „გააპრავოს“ თავისი უმოქმედობა და დანაშაულებრივი გულგრილობა.

როგორ წარმართოს „პიარი“ ისე, რომ ხალხს დააჯეროს, აბა, ჩვენ რა ვქნათ, სტიქია ყველგან ხდება. როგორ აირიდოს პასუხისმგებლობა და წარმოაჩინოს, თითქოს მსხვერპლის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.

მოდით, ამ ბოლო პუნქტზე შევჩერდეთ. რეალურად ესაა მთავარი.

საწყის ეტაპზე ქოც-პიარის მანქანა ჩაირთო შემდეგი მიმართულებით: ღვარცოფი მოვარდა, ხალხი მყისიერად დაიხოცა, რა მნიშვნელობა ჰქონდა, დღე მივიდოდით, თუ ღამე; ვერტმფრენით, თუ ურმით – ყველა წამიერად დაიღუპა.

ტყუილი!!! ყველამ გავიგეთ, ვნახეთ, მოვისმინეთ, რომ ყოველ წუთს ჰქონდა მნიშვნელობა და „ქოცმა“ ადამიანები გასაჭირში, ტანჯვაში უბრალოდ მიატოვა.

გავიდა 2-3 დღე და წარმოიშვა ახალი კითხვები: ღვარცოფი ასე თავისით, მოწმენდილ ცაზე, მდინარის წინასწარი შეგუბების გარეშე ხომ ვერ გაჩნდებოდა?!

ამაზე რუსის მარიონეტულმა რეჟიმმა მოქოქა ახალი, აბსოლუტურად აბსურდული პროპაგანდა კლდეების და მყინვარების უცაბედ ნგრევა, დნობასა და მოვარდნასთან დაკავშირებით.

ერთი სიტყვით, ზღაპრები!! ისევ მხოლოდ იმისთვის, რომ ვერ მიედავო – რამის გაკეთება, მოსწრება, შეტყობინება, განგაშის ატეხვა და ხალხის ევაკუაცია შესაძლებელი ხომ იყოვო?!!

სინამდვილეში კი, საქმე იქნებოდა ძალიან მარტივად, სამწუხაროდ ტრივიალურად, ანუ შემდეგნაირად:

სტიქიის წინა დღეებში ძლიერად წვიმდა, მდ.ბუბასწყალი ადიდდა, ქვებით, მორებით, ლამით, ნაგვით სადღაც სოფლის თავზე კალაპოტი ჩახერგა და დაიწყო შეგუბება; ამას დაემატა მაღალ მთაში შემორჩენილი თოვლის და ყინულის დნობით გამოწვეული დამატებითი წყლის ნაკადი, რამაც ეს ხელოვნური „ტბა“, შეგუბება კიდევ უფრო გაზარდა.
რაღაც მომენტში, ანუ 3 აგვისტოს დღისით არსებულმა „ჯებირმა“ წყლის მასა ვეღარ შეაკავა.. დანარჩენი ჩვენი თვალით ვიხილეთ.

შემორჩენილი თოვლის ამბავი მგონი გასაგებია, მაგრამ გარემოს დაცვის ოროსანი იურისტების გასაგონად (მაინც რომ
ჰქონდეთ სამომავლოდ ინფორმაცია):

ზაფხულში ნებისმიერი მყინვარი დნობის პროცესს განიცდის (btw მათი ზომა ჰექტრობით არა, მხოლოდ კუბური განზომილებით შეიძლება აითვალოს). უბრალოდ, ახალი სიცივეების დადგომამდე (სექტ-ოქტომბერში) ბოლომდე დადნობას ვერ ასწრებს. ამიტომ ჰქვია მყინვარი და ამიტომაა მთაზე სულ თეთრად.

საქართველოს განედზე და კლიმატურ პირობებში მყინვარები, ანუ მუდმივი თოვლი და ყინული ზღვის დონიდან 3,700-3,800 მეტრზე იწყება. ალპებში თითქმის ერთი კილომეტრით დაბლიდან.

შემდეგ ლექციაზე, ალბათ, მთაში რატომ ცივა იმის ახსნა მოგვიწევს ამ ბნელი, უცოდინარი და ქოცი ოროსნებისთვის.

რომ შევაჯამოთ!

მონიტორინგის სისტემა, რის აწყობასაც 5 წლის წინ დაგვპირდნენ, რა მიზნითაც დასავლეთმა ამ ნაძირლებს მილიონობით ლარი გამოუყო, ხოლო ამათი კორუფციული მადის და მხოლოდ პიარსა და პროპაგანდაზე ფოკუსირების გამო არაფერი გაკეთდა, მყისიერად აღმოაჩენდა მდინარეზე მიმდინარე პროცესებს და ხალხის ევაკუაციაც დროულად მოხდებოდა“, – წერს პეტრე ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში.

 

უდიდესი ტრაგედია მოხდა შოვში! ??

დაღუპულების ოჯახებს მიღმა, დანარჩენებსაც უძლიერესი ტკივილი მოგვაყენა იმ უბედურმა დღემ….

Posted by Petre Tsiskarishvili on ხუთშაბათი, 10 აგვისტო, 2023

 

შეგახსენებთ, სტიქია შოვში 3 აგვისტოს მოხდა. სტიქიის შედეგად დაღუპული 21 ადამიანიდან 19 ადამიანი იდენტიფიცირებულია. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს 12 დაკარგული ადამიანის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოები იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი, რომ გარდაცვლილი ან რაიმეს სახის ფრაგმენტი ნახონ.

„მოეწყო დროებითი მისასვლელი გზა სტიქიის იმ ზონასთან, სადაც დამსვენებელთა ავტომანქანები იყო დარჩენილი, მფლობელებს უკვე დაუბრუნდა 10 ავტომანქანა, პროცესი ხვალაც გაგრძელდება“ – ინფრასტრუქტურის სამინისტრო

თემურ მღებრიშვილი: ყველაზე მეტი ცხედარი ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზეა ნაპოვნი.. სამძებრო სამუშაოები იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმის, რომ გარდაცვლილი იყოს ნანახი, ან თუნდაც რაიმეს სახის ფრაგმენტი

შალვა პაპუაშვილი – სამი ვერტმფრენი უკვე შეძენილია და მისი ეტაპობრივი მოწოდება ხდება, ამ საკითხის სტიქიასთან დაკავშირება მანიპულაციაა

თემურ მღებრიშვილი – სამ საათზე ნაკლებ დროში, პირველი ვერტმფრენი უკვე სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას – მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სითბური დრონები

მანჯგალაძე – მართალია, ტრაგედიას გლოვა და დუმილი უხდება, მაგრამ დანაშაულს დუმილი არ უხდება – დანაშაულის დროს დუმილი დანაშაულში თანამონაწილეობაა

მანჯგალაძე შოვის სტიქიაზე: „უნდათ საზოგადოებას დააჯერონ, რომ ასეთი სტიქია რვა წუთში შეიქმნა და არანაირი წინასწარი ნიშნები არ არსებობდა“

თავდაცვის მინისტრი: „ვერტმფრენებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია – მეტი გვეყოლებოდა, თუ არა“

პაპუაშვილი: „შოვში ვერტმფრენი 3 საათის დაგვიანებით კი არა, 3 საათში მივიდა.. 1 საათი ფრენას უნდა, შეტყობინების შემდეგ გადამოწმება სჭირდება, რა ტექნიკაა საჭირო, ამის შემდეგ, ტექნიკის მოსამზადებელი პერიოდია, მანქანა ხომ არ არის, დაქოქო და წახვიდე“

„ჩვენ არ ვეკითხებით კალაძეს, რატომ ზრუნავს საკუთარი შვილების უსაფრთხოებაზე, ვეკითხებით რატომ არის სხვისი შვილებისათვის ყოველ ნაბიჯზე სასიკვდილო საფრთხე” – ნიკა მელია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები