ციურიხში „კულინარიული შედევრების დღეები“ გაიმართება. უგემრიელესი ფესტივალი 13-დან 17 სექტემბრამდე გაგრძელდება და მისი მთავარი ორგანიზატორი ცნობილი შეფ-მზარეული ჰაიკო ნიდერია.
წინასწარი ინფორმაციით, უგემრიელეს დღესასწაულს მსოფლიოში ცნობილი მზარეულები დაესწრებიან და ისინი ვიზიტორებისთვის მართლაც უჩეულო კერძებს შექმნიან. გარდა ამისა, საღამოობით მასტერკლასებიც გაიმართება და მსურველები ვახშამს საკუთარი ხელით მოამზადებენ.
აღსანიშნავია, რომ დახურვის ცერემონიას „მიშლენის“ ვარსკვლავის მფლობელი შეფები გაუძღვებიან და სტუმრებს საინტერესო რჩევებსაც მისცემენ. კულინარიულ დღეებზე დასწრებას ნებისმიერი მსურველი, 398 შვეიცარიული ფრანკის გადახდის შემდეგ შეძლებს.