LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხადაძე არ მიდის: ფედერაციამ 200 ათასი შემომთავაზა

14

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე პოსტის დატოვებას არ აპირებს.

ამის შესახებ კახა ცხადაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და სფფ-ის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის ბოლო განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც ეროვნული გუნდიდან მისი დათხოვნის სურვილს შეეხება.

„მე დაველოდები აღმასკომის სხდომას. მათი გადასაწყვეტია დამტოვებენ თუ არა თანამდებობაზე. მე არ ვაპირებ დავტოვო მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ჩემი ნებით“, – განაცხადა კახა ცხადაძემ.

ცხადაძემ ხელფასზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ნაკრების ყოფილ მწვრთნელებთან შედარებით 600-700 ათასი დოლარით ნაკლები ანაზღაურება აქვს.
“ჩემი ხელფასი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრების ყველა მწვრთნელის ანაზღაურებისგან წელიწადში 600-700 ათასი დოლარით ნაკლებია. 2005 წლიდან ის თვეში 100-120 000 ათას ევროს შორის მერყეობდა, ჩემი ხელფასი კი თვეში 40 000 დოლარია. მე დავთანხმდი მის კიდევ 25%-ის მოკლებას, ანუ თანახმა ვიყავი 30 000 დოლარზე.”

კახა ცხადაძემ ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ ფედერაციამ მას თანამდებობის დატოვების შემთხვევაში კომპენსაციის სახით 200 ათასი დოლარი შეთავაზა.

„სამჯერ შევხვდი კობიაშვილს. ჩვენი ბოლო შეხვედრაზე მან შემომთავაზა, რომ კომპენსაციას გადამიხდიდნენ. ვუთხარი, რომ არ ვიყავი ამაზე თანახმა. საბოლოოდ შეთანხმება ვერ მოხდა “, – განაცხადა ცხადაძემ.
კახა ცხადაძემ ტარიელ ხეჩიკაშვილთან დაპირისპირების მიზეზზე ისაუბრა:
“ჩემი პირველი მოთხოვნა სპორტის მინისტრის მიმართ იყო ფედერაციის მეტი თანხით დაფინანსება და სწორედ აქედან წამოვიდა კონფლიქტი… დღესაც გავიმეორებ, რომ ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ დააფინანსებენ იმ პროექტებს, რომლებიც ლევანს აქვს – ის სახლიდან ვერ მოიტანს თანხას. სწორედ ამის გამო დავუპირისპირდი ხეჩიკაშვილს, რომ თანხა უნდა გაზარდოს”, – თქვა ცხადაძემ.”
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელებსაც მოუწოდა, რომ მათ საკუთარი საქმე აკეთონ, რადგან ისინი არ არიან არც ცხადაძის და არც კობიაშვილის. „თქვენი ვალდებულებაა, მაქსიამუმი გაიღოთ ნაკრებისთვის და არ ჩაერიოთ დავაში“, – განაცხადა კახა ცხადაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები