LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხადაძე: ჩვენი მიზანი კარგად თამაშია

19

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა კაცა ცხადაძემ, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩისწინ ირლანდიის წინააღმდეგ, ვრცლად ისაუბრა აღნიშნულ შეხევრასა და ეროვნული ნაკრების მიზნებზე.

“ჩვენ ვიცით ირლანდია თავის მოედანზე როგორი მოტივირებული იქნება, რადგან მას ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი აქვს. თუ ყველა მწყობრში გვეყოლება და მოთამაშეებიც ისე გაირჯებიან როგორც გვსურს, მაშინ, კვლავ კარგად ვითამაშებთ, რაც ჩვენი მიზანია.

ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსია, მაგრამ ჩვენ ვირტუალური რეალობის არ გვჯერა. ჩვენ ყოველი მატჩის მოგებას ვცდილობთ და ამ თამაშსაც მომავალი საკვალიფიკაციო ციკლისთვის მოსამზადებლად გამოვიყენებთ. შოტლანდიასთან ძალიან მძიმე თამაში გვქონდა, რის შემდეგ, 7 საათი ვიფრინეთ.

ყველაფერი ფეხბურთელების მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ზოგიერთს უმნიშვნელო ტრავმები აქვს და ვნახოთ, თამაშის დღეს როგორ იქნებიან, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, გოლის გატანას ვეცდებით.

შესარჩევი ციკლის წინ დიდი მოტივაცია გვქონდა, მაგრამ ცუდად დავიწყეთ. თუმცა, ახალი მწვრთნელის ხელში სათამაშო სტილი და სტრატეგია მკვეთრად შეიცვალა. ჩვენ ვცდილობთ, რომ უფრო მეტი შევუტიოთ და მოთამაშეებსაც თავის გამოსაჩენად მეტი თავისუფლება აქვთ”. – იუწყება ცხადაძის სიტყვებს ინტერნეტპორტალი Irishtimes.com-ი.

შეგახსენებთ, რომ ირლანდია- საქართველოს დაპირისპირება, დუბლინში, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება,