LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხენზე ამხედრებული ცეცხლოვანი ქარდი ბი – რეპერი კონკიასა და რაპუნცელის იმიჯით ინტერნეტს იპყრობს (ფოტო/ვიდეო)

cardi-b-opened-up-about-her-postpartum-depression-2-26142-1549563756-0_dblbig

ქარდი ბი ამერიკული Harper’s Bazaar-ის მარტის თვის ნომრის სახეა. 26 წლის შემსრულებელი, რომელიც ცნობილია თავისი ეპატაჟური გარეგნობით, ლეგენდარული ჟურნალის ფურცლებზე ზღაპრულ პრინცესად მოგვევლინა და ანიმაციური პერსონაჟები, კონკია და რაპუნცელი განასახიერა.

ახალი სეზონის პირველი გამოცემისთვის, ამერიკელმა რეპერმა, პრესტიჟული ბრენდების, მათ შორის: ვერა ვონგის, დოლჩე და გაბანას და ბალენსიაგას თვალისმომჭრელი ლუქები მოირგო.

აღსანიშნავია, რომ გამოცემასთან ინტერვიუში სკანდალურმა ჰიპ-ჰოპ შემსრულებელმა ცხოვრების მთავარი მიღწევის, ოჯახისა და იმის შესახებ ისაუბრა, დაბრუნდება თუ არა ის ოფსეტთან, რომელსაც გასული წლის დეკემბერში დაშორდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები