სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო ხელისუფლება იტალიას აღიარების მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ იტალიაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაურო მურჯამ განაცხადა.
“ჩვენ ვთვლით, რომ დადგა დრო, იტალიამ, მისმა ამჟამინდელმა მთავრობამ, სამხრეთ ოსეთი ავტონომიურ სახელმწიფოდ აღიაროს, გაეროში წარმოდგენილი ყველა ქვეყნის თანასწორ სახელმწიფოდ” – განაცხადა მან.
მურჯამ აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთი ყველა ევროპულ ქვეყანას მოუწოდებს, სტერეოტიპული მოსაზრებებიდან გამოვიდნენ.
მისივე თქმით, აღიარება მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიციების განახლებას, თვითგამორკვევის შესაძლებლობასა და საკუთარი მომავლის არჩევის კუთხით, ხალხთა უფლებების დაცვას ნიშნავს.
შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარებულია რუსეთის, ნიკარაგუის, ვენესუელას, ნაურუსა და სირიის მიერ.
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მოკლე ისტორია