ოკუპირებულ ცხინვალს ამ ეტაპზე არ აქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაივლო ე.წ. საზღვარი საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის,- ამის შესახებ დეფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ პეტრე გასიევმა თქვა. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
პეტრე გასიევვის თქმით, სპეციალურ კომისიას ჯერ დარღვევის ფაქტი არ გამოუვლენია.
საუბარია დეფაქტო პარლამენტში შექმნილ კომისიაზე, რომელიც სწავლობს სწორად მოხდა, თუ არა „საქართველოს რესპუბლიკასთან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია”. საკითხის განხილვის საფუძვლად იქცა ზნაურის რაიონის მცხოვრებთა მიმართვა იმის შესახებ, რომ სოფელ წნელისის ნაწილი „საზღვარს“ მიღმა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა.
ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის ეს ნაბიჯი პროვოკაციად შეაფასა.