LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო – გვაქვს საკმაოდ დიდი მარაგი ანტირაბიული ვაქცინის და სააგენტო ჩვეულ რეჟიმში, ინტენსიურად ახორციელებს ცხოველების ვაქცინაციას

106
1753010305-cxovelt-amoniitoringi

„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს აქვს საკმაოდ დიდი მარაგი ანტირაბიული ვაქცინის და ჩვეულ რეჟიმში, ინტენსიურად ახორციელებს ცხოველების ვაქცინაციას“, – ამის შესახხებ აღნიშნულია სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებაში, რომელსაც თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას დედაქალაქში ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინის დეფიციტთან დაკავშირებით.

გაცნობებთ, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს აქვს საკმაოდ დიდი მარაგი ანტირაბიული ვაქცინის და ჩვეულ რეჟიმში, ინტენსიურად ახორციელებს ცხოველების ვაქცინაციას.

დაინტერესებულ პირებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ მოგვმართონ და აცრან ცხოველები მუნიციპალურ თავშესაფარში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g