”ყოველთვის დარჩი ფეხზე”- ყველაზე მოტივირებული რგოლი, რომელშიც ოდესმე ლიონელ მესი გამოჩენილა.
Gatorade-მ ბომბი გამოუშვა, რომელსაც ”ბარსელონას” ლიდერის მიმართვა ახლავს.
”ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მესი არც ისე ბევრს ლაპარაკობს. ისინი მართლები არ არიან. ის ჩვენამდე აზრის მოტანას დიდი ხანია ცდილობს. თუკი თქვენ ყურადღებით უყურებთ, გაიგებთ. ის ამბობს: ”არ დაეცეთ ძმებო და დებო, დარჩით ფეხზე. როდესაც ცხოვრება ცდილობს წაგაქციოს, არ დაეცე. როდესაც გაქვთ გამართლება რომ წაიქცეთ, არავითარ შემთხვევაში არ დაეცეთ! შენ არ შეგიძლია სწორად განსაზღვრო შენი შანსი, როდესაც ფეხები გიმძიმდება და ფილტვები გეწვის, არ დაეცე. შენ არ შეგიძლია აიძულო ადამიანებს სჯეროდეთ შენი, როდესაც დედამიწაზე ხარ”.
მესი ცდილობს მარტივი რამ გაგვაგებინოს: ”არ მისცე გარემოებას იყოს იმაზე ძლიერი, ვიდრე შენ ხარ. რადგან ცხოვრება მაშინ უფრო მაგარია, როდესაც ფეხზე დგახარ” – ნათქვამია Gatorade-ს ახალ სარეკლამო კამპანიაში.
https://www.youtube.com/watch?v=xtLlmL-mxaI