საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 26 აპრილს 20:00 საათზე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტს რუსუდან კვირიკაშვილის დასახმარებლად გამართავს. მას დაუდგინდა გაფანტული სკლეროზი (რემისიულ –რეციდიული მიმდინარეობა) G 35, რემისიის ფაზა.
ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება რუსუდან კვირიკაშვილის მკურნალობას, რომელსაც ესაჭიროება 200 000 ლარი.
კონცერტის წამყვანები იქნებიან მსახიობი ლევან ხურცია და ჟურნალისტი ნინო თოლორდავა, საქველმოქმედო ღონისძიებაში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: ანსამბლი „ივერია“, ქუჩის მუსიკოსები, „იუმორინა“, ანსამბლი „სუხიშვილები“, თემურ თათარაშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე, ირმა სოხაძე ზურა დოიჯაშვილი, მერაბ სეფაშვილი. ნოდიკო ტატიშვილი, რომა რცხილაძე, თემურ რცხილაძე, სალომე ბაკურაძე, რარი დურგლიშვილი და სხვები.
ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2013 წლიდან დღემდე ორგანიზებას უკეთებს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას. ფონდის წევრები ყველა ღონისძიებაში ჩართულნი არიან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.