LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხოვრების ნორმალური წესის დაბრუნებას 2022 წელსაც მოვუნდებით: ბილ გეიტსი

101
106807231-1607356116069-GettyImages-642423120

Microsoft-ის დამფუძნებლის ბილ გეიტსის თქმით, მსოფლიოს უდიდესი პრობლემა არის ის, რომ პანდემიის გლობალურად დასრულებისთვის საკმარის ნაბიჯებს არ ვდგამთ. მისი განმარტებით, ამის მიზეზი ვაქცინების მხოლოდ მდიდარ ქვეყნებში გაგზავნაა.

“ვაქცინები მხოლოდ მდიდარ ქვეყნებში მიდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსის ახალი შტამები სხვა ქვეყნებში გავრცელდება და შემდეგ ისევ ამერიკაში დაბრუნდება, ამიტომ ნორმალური ცხოვრების დაბრუნების ვადამ შესაძლოა, 2022 წელს გადაინაცვლოს“, – განაცხადა ბილ გეიტსმა.

მისივე თქმით, საჭიროა დამატებითი ქარხნები, სადაც ვაქცინა დამზადდება, მაგალითად, ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა ინდოეთი.

ამასთან, ბილ გეიტსი ამბობს, რომ შემოდგომაზე ამერიკაში სიტუაცია შედარებით დასტაბილურდება.

“თითქმის ყველა სკოლა რეალურ რეჟიმში შეძლებს დაბრუნებას, გაიზრდება რესტორნებსა და სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეთა რიცხვიც”,-განაცხადა ბილ გეიტსმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g